კახა კალაძე: 2019 წლის ბოლომდე ყვითელ ავტობუსებს მთლიანად ჩაანაცვლებენ MAN-ის ტიპის ავტობუსები
22-08-2018, 10:50

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ავტობუსების განახლებაზეც ისაუბრა. კალაძის თქმით, 2019 წლის ბოლომდე ყვითელი ავტობუსების პარკი მთლიანად ჩანაცვლდება ახალი MAN-ის ტიპის ავტობუსებით და მომავალში, თუ საჭირო იქნება, არსებული 550 ავტობუსის რაოდენობა გაიზრდება.

 

 

„ავტობუსების თემა არის ძალიან აქტუალური, ამაზე უკვე დაწყებული გვაქვს მუშაობა. თქვენ იცით, რომ წლის ბოლოდან, წლის ბოლოს, 90 ახალი ერთეული ავტობუსი შემოვა MAN-ის ტიპის, ეკოლოგიურად სუფთა, ევროპული ტიპის ავტობუსები და ასევე, ამასთან ერთად, მერიამ უკვე დაიწყო 200 ახალი ავტობუსის შესყიდვის პროცესი და როგორც დავპირდით მოსახლეობას 2019 წლის ბოლოსთვის 550 ცალი ახალი ერთეული ავტობუსი იქნება შემოყვანილი - ანუ არსებული ყვითელი ავტობუსების პარკი სრულად იქნება  ჩანაცვლებული. გარდა ამისა, ჩვენ დაწყებული გვაქვს სატრანსპორტო კვლევა მთელი მასშტაბით და რამოდენიმე თვეში ზუსტად გვეცოდინება თუ არის საჭირო, რომ დავამატოთ ავტობუსების რაოდენობა. დღეისათვის, რაც არის პარკი - 550 სრულად ჩანაცვლდება 2019 წლის ბოლომდე. 2020-21 წლისთვის, თუ საჭირო იქნება დამატება, ჩვენ აუცილებლად დავამატებთ“, განაცხადა კახა კალაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი