თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ დედაქალაქის მასშტაბით არსებული საფეხმავლო ხიდების კონსტრუქცია ვიზუალურად ძალიან ცუდია, თავად ხიდებით სარგებლობა მოუხერხებელი, შშმ პირებისთვის კი, შეუძლებელია.
კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებს დაავალა ახალი პროექტების შემუშავება, რომელთა მიხედვითაც, აღნიშნული „გადასასვლელი" ხიდები მოსახერხებელი და ვიზუალურად ლამაზი გახდება.
„საფეხმავლო ხიდების კონსტრუქცია ვიზუალურად ძალიან ცუდია. აქ უნდა ჩავრთოთ არქიტექტორები - ყველა, ვისაც სურვილი აქვს, რომ იქნებ, ისეთი პროექტები შევიმუშაოთ, რომელიც ვიზუალურადაც ლამაზი იქნება, ასვლა-ჩამოსვლა მოსახერხებელი იქნება და პრობლემა არ იქნება. დღეის მდგომარეობით, შშმ პირებისთვისაც შეუძლებელია ამ ხიდებით სარგებლობა - სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. ამიტომ, გავალებთ, რომ ძალიან მალე იქნას შემუშავებული კონცეფცია, გეგმა, ვიზუალი, თუ როგორი უნდა იყოს ეს ხიდები", განაცხადა თბილისის მერმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.