15 სექტემბრიდან მეტროში პიკის საათის დროს მოცდის პერიოდი 3 წუთამდე შემცირდება - კახა კალაძემ ამის შესახებ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა
22-08-2018, 11:50

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ 15 სექტემბრიდან, პიკის საათებში, მეტროს ლოდინის პერიოდი 4-5 წუთის ნაცვლად, 3 წუთამდე შემცირდება. კალაძემ ასევე თქვა, რომ აპირებენ ამ მიმართულებით მუშაობას, მეტროსთვის ვაგონების დამატების და ლოდინის დროის 2 წუთამდე შემცირებას.

 

 

„საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგება და გაუმჯობესება არის ერთ-ერთი უმთავრესი და უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი. ჩვენ ამ მიმართულებით უკვე გადავდგით მნიშვნელოვანი ნაბიჯები. 15 სექტემბრიდან მგზავრთა ნაკადები კიდევ უფრო გაიზრდება, რადგან ხალხი შვებულებიდან დედაქალაქში ბრუნდება და ჩვენ ამისთვის მზად უნდა ვიყოთ.

 


მინდა, მეტროს თემას შევეხო, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია ეს მიმართულება, იმიტომ რომ ყველაზე მეტი მგზავრი გადაყავს. ჩვენ მიმდინარე წელს დავამატეთ მეტროს ახალი შემადგენლობა, ასევე განვახორციელეთ ცალკეული ხაზების, მონაკვეთების რეაბილიტაცია, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო. კერძოდ, ისეთი მონაკვეთების, რომელიც სიჩქარის შეზღუდვებს განაპირობებდა. გადავამზადეთ მემანქანეები, ახალი ნაკადი მივიღეთ მემანქანეების, რომლებიც თბილისის მეტროს დაემატება და ყოველივე ამის შედეგად 15 სექტემბრიდან უკვე შესაძლებელი იქნება მოცდის პერიოდის შემცირება, განსაკუთრებით პიკის საათებში. თუ ადამიანებს პიკის საათებში 4-5 წუთით ლოდინი უწევდათ, შესაძლებელი იქნება, ეს დრო ამ ცვლილებებით და მოდერნიზაციით 3 წუთამდე დავიდეს. რა თქმა უნდა, ამით არ უნდა დავკმაყოფილდეთ, ვაგრძელებთ მუშაობას. ჩვენი მიმართულება არის ის, რომ მეტროს ახალი ვაგონები დავამატოთ, მოდერნიზება გავუკეთოთ, რომ მოცდის დრო 2 წუთამდე შევამციროთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“, განაცხადა კახა კალაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი