„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი რომან გოცირიძე აცხადებს, რომ ხელისუფლებას შეეძლო მსგავსი სარჩელი მანამდეც შეეტანა სტრასბურგის სასამართლოში. გოცირიძე ასევე ამბობს, რომ ტატუნაშვილის ვერაგულმა მკვლელობამ გამოაფხიზლა მმართველი გუნდი და რუსეთი უნდა დაისაჯოს საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ.
„რუსეთი უნდა შევავიწროვოთ ყოველმხრივ - ეს იქნება სამართლებრივი კუთხით, თუნდაც მსგავსი სარჩელებით. ეს ადრეც შეიძლებოდა გაკეთებულიყო, გასაგებია რომ ეს დააჩქარა, ფაქტობრივად გამოაფხიზლა ხელისუფლება იმ პროცესმა, რაც მოხდა ტატუნაშვილთან დაკავშირებით მისი ვერაგული მკვლელობის სახით, თუმცა მცოცავი ოკუპაცია დიდი ხანია მიმდინარეობს და უამრავი დარღვევ ხდებოდა და ძალადობის ფაქტებია ადმინისტრაციული საზღვრის ზონაში. ყველა ფორმატში, სადაც არის შესაძლებელი, რუსეთი უნდა იქნეს დასჯილი საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ და ეს არის სწორი გზა“, განაცხადა რომან გოცირიძემ „რუსთავი 2“-თან საუბრისას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.