ბერლინში ტერაქტის მოწყობაში ეჭვმიტანილი, რუსეთის მოქალაქე, 31 წლის მამაკაცი დააკავეს, განაცხადა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის გენერალურმა პროკურატურამ.
„გენერალურმა პროკურატურამ დღეს, 2018 წლის 9 აგვისტოს გამოცემული ორდერის საფუძველზე, რუსეთის ფედერაციის მოქალაქის, 31 წლის მაგომედ ალი ს-ს დაკავების ბრძანება გასცა. ოპერაცია სპეციალური დანიშნულების კრიმინალური ფედერალური პოლიციის და ბერლინის კრიმინალური პოლიციის მიერ განხორციელდა. ამასთან, ჩატარდა ეჭვმიტანილის ბინის ჩხრეკა“, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.
მასში აღნიშნულია, რომ დაკავებული „ეჭვმიტანილია სახელმწიფოს წინააღმდეგ მძიმე დანაშაულის მომზადებაში და მძიმე დანაშაულის ასაფეთქებელი მოწყობილობებით მომზადებაში“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.