გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“-ს პრეზიდენტობის კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ კახეთში სეტყვისგან დაზარალებული მოსახლეობა მოინახულა. ვაშაძის თქმით, გლეხებისთვის გასაცემი არის კომპენსაცია, რომელიც ხელისუფლებამ უნდა გაიღოს. როცა 2012 წელს გლეხებს დიდ თანხის ოდენობის კომპენსაციის გაცემას ჰპირდებოდნენ, მაშინ „ქართულმა ოცნებამ“ ხალხი მოატყუა.
„გასათავისუფლებლები არიან გლეხები მიწის გადასახადებისაგან, გადასავადებელია კრედიტები და გასაცემია კომპენსაცია. 2012 წელს, როდესაც სეტყვამ ათასობით ადამიანის ვენახი გაანადგურა, მოვახერხეთ ის, რომ 1500 ლარამდე კომპენსაცია გავეცით. ისინი, ვინც ახლა ხელისუფლებაში არიან, იძახდნენ, ჩვენ რომ მოვალთ ხელისუფლებაში, ნახავთ, რა ზომის კომპენსაციას გავცემთო. აი, ეს არის მოქალაქის მოტყუება“, განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.