მამუკა არეშიძე: საქართველოს ყველანაირი შანსი აქვს სტრასბურგის სასამართლოში სარჩელი დადებითი შედეგით დაასრულოს
22-08-2018, 15:14

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„სტრასბურგის სასამართლოს შედეგი წარდგენილ დოკუმენტებზე და პოლიტიკურ კონიუქტურაზეა დამოკიდებული. ამ ეტაპზე ორივე ეს ფაქტორი საჩვენოდ მუშაობს, ამიტომ საქართველოს ყველანაირი შანსი აქვს, რომ სტრასბურგის სასამართლოში სარჩელი საქართველო-რუსეთის წინააღმდეგ, დადებითი შედეგით დაასრულოს“, აცხადებს მამუკა არეშიძე.

 


ექსპერტი არ გამორიცხავს, რომ სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს სარჩელი დაჩქარებული წესით განიხილოს.

 


„საქმე, როგორც ხდება ხოლმე, შეიძლება დიდხანს გაიწელოს,თუმცა პოლიტიკური კონიუქტურა ისეთია,რომ არც იმას გამოვრიცხავ სარჩელის განხილვა დაჩქარებული წესით მოხდეს. თავისთავად, თუ ვიმსჯელებთ იმ ტენდენციებზე რაც არსებობს და თუ გავითვალისწინებთ იმ შუალედურ შედეგებს, რომელიც გვქონდა სტრასბურგში 2008 წლის ომის თემასთან დაკავშირებით, რომელსაც მე ვესწრებოდი, შემიძლია გითხრათ, რომ უაღრესად კარგი მხრივ გამოჩნდა ქართული მხარე, არამხოლოდ ფაქტების თვალსაზრისით, არამედ იურიდიული თვალსაზრისითაც. არ ვიცი, ვადების თვალსაზრისით რამდენად გაიწელება ეს პროცესი, მაგრამ თუ დროზე მოხდა ამ საკითხის განხილვა, საქართველოს ყველანაირი შანსი აქვს პოლიტიკური კონიუნქტურიდან გამომდინარე, კარგი, დადებითი შედეგი მიიღოს. სტრასბურგის სასამართლო აკეთებს იურიდიულ შეფასებას და ამაზეა შემდეგ დაფუძნებული პოლიტიკური შეფასება. მთავარია აქ პოლიტიკური მხარე და ამ თვალსაზრისით, რუსეთის გამტყუნება არის ერთ-ერთი ზემოქმედების ბერკეტი, როგორც ქართული, ასევე საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან“, აცხადებს არეშიძე.

 


საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ სტრასბურგის სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს სახელით ახალი სახელმწიფოთაშორისი საჩივარი - „საქართველო რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ“ 21 აგვისტოს შეიტანა.

 


საჩივარი ეხება რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ საქართველოს მოსახლეობის მასობრივი შევიწროების, დაკავებების, თავდასხმებისა და მკვლელობების ადმინისტრაციულ პრაქტიკას, რომელიც იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, განსაკუთრებით გაძლიერდა 2008 წლის ომის შემდეგ და კრიტიკულ ზღვარს მიაღწია მიმდინარე წლის თებერვალში არჩილ ტატუნაშვილის წამებისა და მკვლელობის დროს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი