ანალიტიკოსი სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში ამირან სალუქვაძე დარწმუნებულია, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ სტრასბურგის სასამართლოში შეტანილი სარჩელი რუსეთის წინააღმდეგ, ქართული მხარის გამარჯვებით დასრულდება.
„დიდი ალბათობით საკმაოდ მყარი არგუმენტებთაა წარმოდგენილი ქართული მხარის სარჩელი, რომელიც ეყრდნობა ექსპერტიზას და ყველა ფაქტი ფოტოგრაფირებულია, ასევე მთელი მსოფლიო საქმის კურსში იყო თუ როგორ გაიწელა ერთი თვით ცხედრის გადმოცემის პროცედურა,რაც მეტყველებს იმაზე,რომ ეს პროცესი რუსეთზე იყო დამოკიდებული და გაიწელა დროში. ამ არგუმეტებზე დაყრდნობით შემიძლია გითხრათ,რომ ისევე როგორც საქართველოს მოქალაქეების დეპორტაციის საკითხის განხილვისას გავიმარჯვეთ,ასევე გავიმარჯვებთ ახლაც. ერთადერთი ვისურვებდი,რომ პოლიტიკოსებს არ გაეკეთებინოთ განსხვავებული განცხადებები ამ თემაზე და ვაჩვენოთ ყველას,რომ ერთიანები ვართ“, განაცხადა ამირან სალუქვაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.