განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი აცხადებს, რომ შავი ზღვის უნივერსიტეტთან დაკავშირებით ავტორიზაციის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება 1 წლით შეუჩერდეს უნივერსიტეტს ავტორიზაცია, მაგრამ განათლების სამინისტრომ უზრუნველყო, რომ არსებულმა სტუდენტებმა ჩვეულ რეჟიმს გააგრძელონ სწავლა და არც აბიტურიენტებს, რომლებმაც ეს უნივერსიტეტი აირჩიეს ერთი წელი არ ჩაუვარდეთ.
„გვესმის, რომ ორგანიზაციას გააჩნია გარკვეული პრობლემები, მათ შორის ფინანსური. ავტორიზაციის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, ერთი წლით მხოლოდ, ავტორიზაციის შეჩერების, მაგრამ ჩვენ უზრუნველვყოთ ყველაფერს იმისთვის, რომ არსებულმა სტუდენტებმა გააგრძელონ სწავლა, ხოლო ვისაც ჩაბარების სურვილი ჰქონდა, ყველა სტუდენტი უზრუნველყოფილი იქნება, რომ გააგრძელოს სწავლა სხვადასხვა უნივერსიტეტებში. ანუ, ფაქტობრივად, ყველა სტუდენტს დავაკმაყოფილებთ, არც ერთი არ დარჩება უნივერსიტეტის გარეშე, მაგრამ ეს გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო საბჭომ, გამოწვეული იყო იმ არსებული პრობლემებით, რომელზეც ეცნობა საბჭოს და საბჭომ მიიღო ერთიანი გადაწყვეტილება“, განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.