თბილისში, დედის დაჭრაში ეჭვმიტანილი არასრულწლოვანი პირი პოლიციამ დააკავა
20-06-2015, 12:19

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისში, ჭავჭავაძის ქუჩა #29-ში დედის დაჭრაში ეჭვმიტანილი პირი, რომელიც არასრულწლოვანია, პოლიციამ დააკავა. 16 წლის ბიჭმა, დედის დაჭრის შემდეგ საცხოვრებელი კორპუსის მაღლივი სართულიდან გადმოხტომა სცადა, თუმცა სახლში მყოფმა პირებმა, მათ შორის სამართალდამცავებმა მას ამის საშუალება არ მისცეს. ამ დრომდე უცნობია დანაშაულის ჩადენის მოტივი.

 

 

კორპუსის დაცვის უფროსის ინფორმაციით, დაჭრილს 3 შვილი ჰყავს. დანაშაული კი, უფროსმა ჩაიდინა. მისივე თქმით, დაჭრილი დედა ლიფტით უმცროსმა შვილებმა ჩამოიყვანეს, რომელთა შორის ერთი 4 წლისაა.

 

 

დაჭრილი 40 წლამდე ქალია. მას ჭრილობა ყელის არეში აქვს მიყენებული და რესპუბლიკურ საავადმყოფოში ოპერაცია უკვე ჩაუტარდა. ექიმის განცხადებით, ქალბატონის მდგომარეობა ამ დროისთვის, მძიმედ ითვლება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი