დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა ზურაბ სეხნიაშვილმა, მერის პირველმა მოადგილემ გიორგი თანიაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ინაშვილმა და ქ.დუშეთში „ლიტვურ-ქართული ცენტრის“ დირექტორმა ირმა ჯანგირაშვილმა ვილნიუსის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტს, ვილნიუსის საგარეო საქმეთა სამინისტროს სტაჟიორს გაბრიელე ნარკუტეს უმასპინძლეს.
იგი დაინტერესებულია ქ.დუშეთში „ლიტვურ-ქართული ცენტრის“ სამომავლო გეგმებით და ამჟამად მუშაობს თემაზე: "ლიტვურ-ქართული დიპლომატიის ეფექტურობა საქართველოში".
გაბრიელე ნარკუტემ, ადგილობრივ ხელისუფლებისა და კულტურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად სამომავლო თანამშრომლობის შესახებ ისაუბრა. შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო.
ინფორმაციას დუშეთის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.