საქართველოს დღეს პირველ ოფიციალურ ვიზიტად გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ეწვევა. მერკელი თბილისს, დაახლოებით, 16:00 საათისთვის ესტუმრება.
გერმანიის კანცლერი შეხვედრას საქართველოს პრემიერ მინისტრთან და პრეზიდენტთან გამართავს. პირველი პირები მედიასთან განცხადებებსაც გააკეთებენ.
დაგეგმილია საოკუპაციო ხაზის მონახულებაც.
ანგელა მერკელი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის", „ევროპული საქართველოსა" და „პატრიოტთა ალიანსის" წევრებსაც შეხვდება.
მაღალი დონის ვიზიტთან დაკავშირებით რამდენიმე დღის წინ პრემიერ მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ პოლიტიკურის გარდა, ვიზიტი ეკონომიკურ კომპონენტსაც მოიცავს.
„მინდა გამოვეხმაურო ძალიან მნიშვნელოვან ფაქტს, 23 აგვისტოს საქართველოს ეწვევა გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი. ეს გახლავთ ქალბატონი კანცლერის პირველი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში. მაღალი დონის ვიზიტი ხაზს უსვამს საქართველოსა და გერმანიის მჭიდრო ურთიერთობის კავშირს. მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკურის გარდა, ეს ვიზიტი ეკონომიკურ კომპონენტსაც მოიცავს. ქალბატონ მერკელს ჩამოყვებიან ბიზნესწრეების წარმომადგენლები, რომელთანაც მრგვალი მაგიდის ფორმატში გვექნება საუბარი. მნიშვნელოვანია, რომ ამ შეხვედრებში მონაწილეობას მიიღებენ, ბუნებრივია, ქართული კომპანიებიც. ვიზიტისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა საქართველოსა და გერმანიის ურთიერთობის შემდგომ გაღრმავებას, ორ ქვეყანას შორის პარტნიორული ურთიერთობისა და მეგობრობის კიდევ უფრო გამტკიცებას. წამყვანი ევროპული ქვეყნის უმაღლესი რანგის თანამდებობის პირის სტუმრობა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველო ევროპისთვის ნამდვილად სანდო და საიმედო პარტნიორია“, განაცხადა მამუკა ბახტაძემ 17 აგვისტოს გამართულ ბრიფინგზე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.