ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გენადი არველაძემ ირანის ისლამური რესპუბლიკის დელეგაცია მიიღო, რომელსაც ირანის კოოპერატივების, შრომისა და სოციალური კეთილდღეობის მინისტრის მოადგილე სეიედ ჰამიდ კალანტარი ხელმძღვანელობს.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის ვაჭრობისა და ტურიზმის კუთხით მნიშვნელოვან ზრდას.
ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, ასევე განიხილეს ორმხრივი ეკონომიკური კომისიის ბოლო სხდომის საკითხების შესრულების მდგომარეობა ყველა მიმართულებით.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.