„ქართული ოცნების“ მიერ საქართველოს პრემიერ მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, ზურაბ აბაშიძის პრეზიდენტობის კანდიდატად შესაძლო წარდგენის შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია გაზეთ „რეზონანსთან“ საუბრისას აცხადებს, რომ შეიძლება 2-3 კაცი რაღაცას თავისთვის ლაპარაკობს, მაგრამ გადაწყვეტილება მიღებულია - „ოცნებას“ საკუთარი კანდიდატი ამ არჩევნებზე არ ეყოლება.
„ჩვენ გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ ჩვენს კანდიდატს არ ვაყენებთ და იმის შემდეგ უმრავლესობის არავითარი შეკრება არ ყოფილა. შეიძლება 2-3 კაცი რაღაცას თავისთვის ლაპარაკობს, სადმე ერთმანეთს რომ შეხვდებიან კოლეგები, უზიარებენ შთაბეჭდილებებს, მაგრამ ის, რომ ამ თემას დავუბრუნდეთ, არ ყოფილა“, აცხადებს ქანთარია და აზუსტებს, რომ ახლა მსჯელობის საგანია მხოლოდ ის, კონკრეტულად ვის დაუჭერენ მხარს. „ვის დავუჭერთ მხარს, ეს მოგვიანებით გადაწყდება. 8 სექტემბერს არის კანდიდატების რეგისტრაციის ბოლო ვადა და ამ დროისთვის პარტია თავის პოზიციას გამოხატავს“, აღნიშნავს ნუკრი ქანთარია.
საპრეზიდენტო კანდიდატის დასახელებასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ ბოლო დღეებამდე გახმოვანებული ოფიციალური პოზიციის თანახმად, მმართველი გუნდი თავისი კანდიდატის წარდგენას გამორიცხავდა და რომელიმე დამოუკიდებელი კანდიდატის მხარდაჭერაზე აკეთებდა აქცენტს.
პარტიის აღნიშნული პოზიცია რამდენიმე კვირის წინ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გააჟღერა, თუმცა ორი დღის წინ, პრემიერ მინისტრმა მამუკა ბახტაძემ თქვა, რომ პარტიაში დისკუსია მიმდინარეობს იმასთან დაკავშირებით, ეყოლებათ თუ არა საკუთარი კანდიდატი, რამაც კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ირაკლი კობახიძის თავდაპირველად გაკეთებული განცხადება, სადაც მკაფიოდ იყო ნათქვამი, რომ „ოცნება“ საპრეზიდენტო კანდიდატის დაყენებას არ აპირებდა.
სალომე ზურაბიშვილი, რომელიც დამოუკიდებელი კანდიდატის რანგში მის მხარდამჭერებთან შეხვედრებს და ხელმოწერების შეგროვებას განაგრძობს, ამ დრომდე „ქართული ოცნების“ მხარდაჭერის მოლოდინშია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.