იუსტიციის მინისტრი საქართველოში გერმანიის კანცლერის ვიზიტს აფასებს. როგორც თეა წულუკიანმა განაცხადა, საქართველომ უვიზო მიმოსვლას შენგენის ზონაში და ასოცირების შეთანხმების ხელმოწერას სწორედ გერმანიის მხარდაჭერით მიაღწია.
„ჩვენ სწორედ გერმანიის სახელმწიფოს და ქ-ნი მერკელის მხარდაჭერით მივაღწიეთ უვიზო რეჟიმს შენგენის ზონაში; მივაღწიეთ ასოცირების შეთანხმების ხელმოწერას და წარმატების იმპლემენტაცია მიმდინარეობს. ამიტომ, ეს ვიზიტი არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ ჩვენი ხალხი და მისი არჩეული ხელისუფლება არის ევროპულ გზაზე წარმატებული", განუცხადა იუსტიციის მინისტრმა „რუსთავი 2"-ს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.