დიმიტრი ცქიტიშვილი: გერმანიის კანცლერის საქართველოში ვიზიტი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური გზავნილია მსოფლიოსთვის და ჩვენი საზოგადოებისთვის
23-08-2018, 14:58

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გერმანიის კანცლერის საქართველოში ვიზიტი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური გზავნილია მსოფლიოსთვის და ჩვენი საზოგადოებისთვის - აცხადებს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი ცქიტიშვილი.

 


მისი თქმით, სიმბოლურია, რომ ანგელა მერკელი საქართველოში აგვისტოში ჩამოდის.

 


„რუსეთი ყოველთვის ეცდება, აგვისტოს თვე გამოიყენოს თავისი გარკვეული სიმბოლური ნაბიჯებისთვის, თუმცა ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი შემხვედრი გზავნილები, ჩვენი პარტნიორებისგან, ის, რომ ანგელა მერკელი აგვისტოში ჩამოდის საქართველოში, ესეც ძალიან სიმბოლურია და ძალიან დიდი პრინციპული მინიშნებაა მთელი მსოფლიოსთვის, ჩვენი საზოგადოებისთვის და ასევე მთელი მსოფლიოსთვის, რომ გერმანია ჩვენ მხარეს არის, ჩვენი სიმართლის მხარეს არის და სოლიდარულია იმ პრობლემების წინაშე, რომლის წინაშეც საქართველო დგას და განსაკუთრებულად რუსეთთან ურთიერთობის კუთხით“, განუცხადა ჟურნალისტებს დიმიტრი ცქიტიშვილმა.



დეპუტატმა ყურადღება გერმანიასთან ეკონომიკურ თანამშრომლობაზეც გაამახვილა და განაცხადა, რომ ეს თანამშრომლობა უფრო უნდა გაღრმავდეს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი