იმერეთის გუბერნატორმა შავლეგო ტაბატაძემ რეგიონის მუნიციპალიტეტებში გასვლითი შეხვედრები დაიწყო
23-08-2018, 15:02

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა შავლეგო ტაბატაძემ რეგიონში გასვლითი შეხვედრები დაიწყო. დღეს გუბერნატორი საჩხერისა და ჭიათურის მუნიციპალიტეტებში ჩავიდა და მერებისგან ინფორმაცია მოისმინა. შეხვედრაზე დეტალურად ისაუბრეს როგორც მიმდინარე ასევე, დაგეგმილ პროექტებზე, რომელიც 2018 წელს უნდა განხორციელდეს. გარდა ამისა განიხილეს ის აქტუალური პრობლემები, რომელიც ამ ეტაპზე მოსახლეობას აწუხებს.

 


"მე დავაანონსე, რომ აუცილებლად ჩავიდოდი მუნიციპალიტეტებში და ადგილზე გავეცნობოდი იქ არსებულ მდგომარეობას. სწორედ ამ მიზნით დღეს დავიწყე შეხვედრები ზემო იმერეთიდან და შევხვდი როგორც მერებს ასევე, საკრებულოს თავმჯდომარეებს, წევრებსა და სამსახურების უფროსებს. მათთან ერთად დეტალურად გავიარე ყველა საკითხი და დავიგეგმეთ სამომავლო პროექტებზე. ასეთ შეხვედრებს უახლოესი დღეების განმავლობაში ყველა მუნიციპალიტეტში ჩავატარებ და მაქსიმალურად ჩავერთვები ყველა პრობლემა დროულად იქნას მოგვარებული. ჩემი ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა იმერეთის რეგიონის განვითარების პროცესში ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად აქტიურად ჩავრთო მოსახლეობა და ერთად განვსაზღვროთ პრიორიტეტები", აღნიშნა იმერეთის გუბერნატორმა.

 


იმერეთის გუბერნატორთან ერთად შეხვედრებზე პირველი მოადგილე გრიგოლ დალაქიშვილი იმყოფებოდა.

 


24 აგვისტოს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული- გუბერნატორი შავლეგო ტაბატაძე ხარაგაულში და ზესტაფონში გეგმავს შეხვედრებს.

 

 

ინფორმაციას იმერეთის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი