მოხალისეების შედარებით მსუბუქ ობიექტებზე გადანაწილების გეგმა და სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები განიხილეს საგანგებო შტაბის გუშინდელ სხდომაზე, რომელსაც პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობდა. მთავრობის მეთაურმა მოხალისეებს კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა.
„მოხალისეების ჩართულობამ სულ სხვა მუხტი შექმნა, თუმცა რისკები მატულობს და ჩვენ ძალიან ვნერვიულობთ ახალგაზრდებზე. სიცხეებია, მძიმე სამუშაო. ხუთი დღის განმავლობაში მათ ძალიან მაგრად იმუშავეს, რისთვისაც კიდევ ერთხელ მადლობა უნდა გადავუხადოთ“, - განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი ღარიბაშვილი ამინდის ცვლილებითაც დაინტერესდა, თუმცა, როგორც გარემოს დაცვის მინისტრმა განმარტა, უამინდობას სერიოზული პრობლემები არ გამოუწვევია. მთავრობის მეთაურმა ასევე თბილისის მერისგან მოისმინა ინფორმაცია გზის აღდგენასა და სტიქიით დაზარალებული მოსახლეობის ბინებით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით.
დავით ნარმანიას ინფორმაციით, სატრანსპორტო კოლაფსის თავიდან აცილების მიზნით, მოკლევადიან პერიოდში, გზის გამაგრებითი სამუშაოები და ჩაწყვეტილი ნაწილის აღდგენა განხორციელდება, ხოლო გრძელვადიანი გეგმით, ვერეს ხეობაში ადრეული შეტყობინების სისტემის დანერგვა იგეგმება. რაც შეეხება დაზარალებულ ოჯახებს, დედაქალაქის მერის ინფორმაციით, სტიქიის ზონიდან გაყვანილი 110 ოჯახიდან, უმეტესობა, სარეაბილიტაციო სამუშაოების შემდეგ, დაბრუნებას შეძლებს, ხოლო 10-მდე ოჯახი, რომელთა სახლები აღდგენას არ ექვემდებარება, ან რისკის ზონაში მდებარეობს, განსახლების გეგმაში მოექცევა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.