ვანის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გოგორიშვილი და მერის პირველი მოადგილე გონერი მეფარიშვილი სულორის და ძულუხის ადმინისტრაციულ ერთეულებში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნენ.
სულორის ადმინისტრაციულ ერთეულში, სახნავას საუბნო გზის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. აღნიშნული გზის 500-მეტრიან რთულ მონაკვეთზე ბეტონის საფარი იგება, სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ფირმა იმედი” ახორციელებს.
ძულუხის ადმინისტრაციულ ერთეულში კაპანაძეების და გოგიბერიძეების უბნების დამაკავშირებელი გზის აღდგენა ხორციელდება. აღნიშნული გზის დამეწყრილი მონაკვეთის აღდგენას ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ოაზისი“ ახორციელებს.
როგორც სპეციალისტები აცხადებენ, სამუშაოები ორივე ობიექტზე ვადების დაცვით, ხარისხიანად მიმდინარეობს. სულორის და ძულუხის ადმინისტრაციულ ერთეულებში აღნიშნული პროექტების განხორციელებაზე ბიუჯეტიდან 117 850 ლარი დაიხარჯება.
ინფორმაციას ვანის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.