საქართველოს ოფიციალურ ვიზიტად ანგელა მერკელი ეწვია
23-08-2018, 15:31

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს ოფიციალურ ვიზიტად გერმანიის კანცლერი ესტუმრა. ანგელა მერკელის თვითმფრინავი თბილისის შოთა რუსთაველის საერთაშორისო აეროპორტში ამ წუთებში დაეშვა.

 

 

მერკელს აეროპორტში საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, საქართველოს ელჩი გერმანიაში ელგუჯა ხოკრიშვილი და სხვა ოფიციალური პირები დახვდნენ. აეროპორტშია საპატიო ყარაულიც.

 


გერმანიის კანცლერი აეროპორტიდან მთავრობის ადმინისტრაციაში გადაინაცვლებს, სადაც დახვედრის ოფიციალური ცერემონიის შემდეგ, პრემიერ მინისტრ მამუკა ბახტაძესთან პირისპირ შეხვედრას გამართავს. აღნიშნულის შემდეგ, შეხვედრა გაფართოებულ ფორმატშიც გაიმართება.

 

 

დაგეგმილია შეხვედრა პრეზიდენტთან და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთანაც. გერმანიის კანცლერი შეხვდება სტუდენტებსაც და მათ შეკითხვებს უპასუხებს.

 

 

ანგელა მერკელი მოინახულებს საოკუპაციო ხაზსაც. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, მერკელი საოკუპაციო ზოლს ქართული დელეგაციის გარეშე, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან ერთად მოინახულებს.

 

 

აღსანიშნავია, რომ გერმანიის კანცლერის ვიზიტი, რომელიც ხვალ, 24 აგვისტოს დასრულდება, პირველი ოფიციალური ვიზიტია საქართველოში. მანამდე კი, მერკელი თბილისში, 2008 წლის აგვისტოს ომიდან რამდენიმე დღის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილთან მოლაპარაკების მიზნით იმყოფებოდა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი