სახელმწიფო კანცელარიაში ანგელა მერკელის დახვედრის ოფიციალური ცერემონია იმართება
23-08-2018, 16:15

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სახელწმიფო კანცელარიაში ამ წუთებში გერმანიის კანცლერის დახვედრის ოფიციალური ცერემონია მიმდინარეობს. შესრულდა ორი ქვეყნის სახელმწიფო ჰიმნები და პრემიერ მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ და ანგელა მერკელმა ერთმანეთს ოფიციალური დელეგაციები წარუდგინეს.

 

 

ცოტა ხანში პრემიერ მინისტრისა და კანცლერის პირისპირ შეხვედრა დაიწყება, რის შემდეგაც შეხვედრა გაფართოებულ ფორმატშიც გაიმართება. მერკელი მედიისთვის პრესკონფერეციასაც გამართავს.

 

 

დაგეგმილია შეხვედრა პრეზიდენტთან და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთანაც. გერმანიის კანცლერი შეხვდება სტუდენტებსაც და მათ შეკითხვებს უპასუხებს.

 

 

ანგელა მერკელი მოინახულებს საოკუპაციო ხაზსაც. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, მერკელი საოკუპაციო ზოლს ქართული დელეგაციის გარეშე, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან ერთად მოინახულებს.

 

 

აღსანიშნავია, რომ გერმანიის კანცლერის ვიზიტი, რომელიც ხვალ, 24 აგვისტოს დასრულდება, პირველი ოფიციალური ვიზიტია საქართველოში. მანამდე კი, მერკელი თბილისში, 2008 წლის აგვისტოს ომიდან რამდენიმე დღის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილთან მოლაპარაკების მიზნით იმყოფებოდა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი