საქართველოს პრემიერ მინისტრისა და გერმანიის კანცლერის პირისპირ შეხვედრის შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში მოლაპარაკებები გაფართოებულ ფორმატში მიმდინარეობს.
შეხვედრაში მამუკა ბახტაძესა და ანგელა მერკელთან ერთად, საქართველოსა და გერმანიის მთავრობის წევრები მონაწილეობენ. ამის შემდეგ კანცლერი პრემიერ მინისტრთან ერთად, მედიისთვის განცხადებებს გააკეთებს.
მერკელის თვითმფრინავი თბილისის შოთა რუსთაველის საერთაშორისო აეროპორტში, დაახლოებით, 15:30 საათზე დაეშვა. კანცლერს აეროპორტში საპატიო ყარაულის თნხლებით საგარეო საქმეთა მინისტრი და გერმანიაში საქართველოს ელჩი დახვდნენ.
აეროპორტიდან მერკელმა მთავრობის ადმინისტრაციაში გადაინაცვლა, სადაც მისი დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. შესრულდა ორი ქვეყნის სახელმწიფო ჰიმნები და პრემიერ მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ და ანგელა მერკელმა ერთმანეთს ოფიციალური დელეგაციები წარუდგინეს.
დაახლოებით, 18:00 საათისთვის დაგეგმილია შეხვედრა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან.
ცნობილია, კანცლერის ვიზიტის მეორე დღის გეგმები. ხვალ, 24 აგვისტოს, ანგელა მერკელი შეხვედრას ოპოზიციური პარტიების წევრებთან და სტუდენტებთანაც გამართავს.
კანცლერი ესტუმრება საოკუპაციო ხაზსაც. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, მერკელი საოკუპაციო ზოლს ქართული დელეგაციის გარეშე, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან ერთად მოინახულებს.
აღსანიშნავია, რომ გერმანიის კანცლერის ვიზიტი, რომელიც ხვალ, 24 აგვისტოს დასრულდება, პირველი ოფიციალური ვიზიტია საქართველოში. მანამდე კი, მერკელი თბილისში, 2008 წლის აგვისტოს ომიდან რამდენიმე დღის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილთან მოლაპარაკების მიზნით იმყოფებოდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.