ოლიმპიურ ცეცხლს თერჯოლის მუნიციპალიტეტმა უმასპინძლა
21-06-2015, 08:09

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

19 ივნისს ოლიმპიურ ცეცხლს თერჯოლის მუნიციპალიტეტმა უმასპინძლა. ოლიმპიური ცეცხლის ესტაფეტამ თერჯოლის გადასახვევიდან აიღო სტარტი. გზადაგზა, რამდენიმე მეჩირაღდნე ცეცხლს ერთმანეთს სიმბოლურად გადასცემდა.

 

 

თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პრეს-სამსახურის ინფორმაციით, ღონისძიება, სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა პატივსაცემად წუთიერი დუმილით გაიხსნა, რომელსაც გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი, გურამ თურქაძე უძღვებოდა.

 

 

თერჯოლის მოსახლეობას და ღონისძიების სტუმრებს, სხვა წარმომადგენლებთან ერთად, სცენიდან სიტყვით მიმართეს, მუნიციპალიტეტის გამგებელმა თეიმურაზ ჯაფარიძემ და მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ავთანდილ ჩუბინიძემ, რომელთაც მოსახლეობას თერჯოლაში ოლიმპიური ცეცხლის შემოტანა მიულოცეს.

 

 

13 ივნისს დედაქალაქში დატრიალებული ტრაგედიის გამო თერჯოლაში გაუქმდა საზეიმო კონცერტი, რომელიც ოლიმპიური ცეცხლის შემოსვლასთან დაკავშირებით უნდა გამართულიყო.

 

 

თერჯოლის შემდეგ ცეცხლს ტყიბულის მუნიციპალიტეტში შეიტანენ და იმერეთის რეგიონში 25 ივნისამდე დარჩება. საქართველოში, 26 ივლისს, ოლიმპიური ჩემპიონატის ოფიციალურ გახსნამდე ცეცხლი საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტში იმოგზაურებს.

 

 

შეგახსენებთ, მსოფლიოს 240-ზე მეტი ქვეყნიდან 35-ეა საქართველო, სადაც ოლიმპიური ცეცხლის შემოტანა მოხდა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი