გერმანიის კანცლერი: ძალიან რთულია რუსეთთან ურთიერთობების დალაგება - ჩვენ ვხედავთ, აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის" მიმართ რაც ხდება
24-08-2018, 10:01

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გერმანიის ფედერალური კანცლერმა, ანგელა მერკელმა აფხაზეთისა და ე.წ სამხრეთ ოსეთის კონტექსტში საუბრისას განაცხადა, რომ რუსეთთან ურთიერთობების დალაგება ძალიან რთულია.

 


როგორც მერკელმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრისას აღნიშნა, გერმანიის ურყევი მიზანია, საქართველო ახლოს იყოს ევროპასთან.

 


„ძალიან რთულია რუსეთთან ურთიერთობების დალაგება, ეს გახსნილად უნდა ვთქვათ. ჩვენ ვხედავთ, აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის" მიმართ რაც ხდება. გერმანიის საგარეო პოლიტიკა აღმოსავლეთ პარტნიორობაზე ორიენტირებული პოლიტიკაა და კვლავინდებურად იქნება პერსპექტივაზე ორიენტირებული. ის, რომ თქვენ კვლავინდებურად ძალიან ახლოს იყოთ ევროპასთან - ეს არის ჩვენი ურყევი მიზანი", განაცხადა კანცლერმა ქართველი სტუდენტების შეკითხვების საპასუხოდ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი