გერმანიის ფედერალურმა კანცლერმა, ანგელა მერკელმა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს ოკუპირებული ტერიტორიები უწოდა.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართველი სტედენტის შეკითხვაზე, რატომ არ აფასებს გერმანიის კანცლერი ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში განვითარებულ მოვლენს ოკუპაციად - ტერმინ ოკუპაციასთან რამე პრობლემა ხომ არ არის? მერკელმა განაცხადა:
„ეს არის ოკუპირებული ტერიტორია. ეს არის ქალბატონი კანცლერის პასუხი. მე ვთქვი, რომ ეს არის ოკუპაცია. ეს არის დაკავებული ტერიტორია 20% და ამისდა მიუხედავად, ეს რჩება უდიდეს, უხეშ უსამართლობად".
ანგელა მერკელის ამ განცხადებას სტუდენტების მხრიდან ტაში მოჰყვა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.