გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი სასტუმრო „თბილისი მერიოტში“ ქართული ოპოზიციის წარმომადგენლებს - „ევროპული საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს შეხვდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, „ძალა ერთობაშია“ პრეზიდენტობის კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ „რუსთავი 2“-ის პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ მერკელთან „გაცილებით უფრო გულწრფელი საუბარი აღმოჩნდა, ვიდრე ველოდებოდით“.
„სრულიად გულწრფელად ქალბატონმა მერკელმა დააფიქსირა იგივე პოზიცია, რა პოზიციაც მას ყოველთვის ჰქონდა საქართველოს ნატოსთან შემდგომ დაახლოებაზე. ერთი მხრივ ეს გასაგებიც არის და მოდით გულახდილად ვუთხრათ ერთმანეთს - იმ სიტუაციაში, რა სიტუაციაშიც იმყოფება დღევანდელი მსოფლიო, დამატებითი პასუხისმგებლობის აღება, არავის, არც ერთ მხარეს არ უნდა. მაგრამ მეორე მხრივ, ასევე გულწრფელად ვუთხრათ ერთმანეთს, რომ 6 წელიწადი ამ ე.წ. ხელისუფლებამ ვერ მოახერხა პარტნიორებთან ისეთი მუშაობა, რომელიც მათ დაარწმუნებდა ამ ნაბიჯის გადადგმის აუცილებლობაში. დეტალებში ვერ შევალ, მაგრამ რა პასუხიც მივიღე ჩემ შეკითხვაზე, ნათლად აჩვენებს, რომ 6 წლის განმავლობაში ამ. ე.წ. ხელისუფლებას თავი არ შეუწუხებია ახალი მიდგომებისათვის და ასე ვთქვათ, ძველ ლიანდაგზე დგას, რა ლიანდაგზეც 2012 წელს ჩვენ ის დავტოვეთ“, განაცხადა ვაშაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.