სოფო კილაძე: ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ გერმანიის და საქართველოს საერთო ინტერესია საქართველოს ნატოში და ევროკავშირში ინტეგრაცია
24-08-2018, 12:47

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გერმანიის კანცლერის ვიზიტი და ის გზავნილები, რომლებიც მან ჩამოიტანა, არის ძალიან მკაფიო და ძლიერი არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ რუსეთისთვისაც. მან ისაუბრა ოკუპაციის შესახებ, ის ეწვია საოკუპაციო ხაზს და აღნიშნა, რომ ეს ყველაფერი არის უსამართლობა, აცხადებს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე.

 

 

„ჩვენ გვაქვს გერმანიის მტკიცე მხარდაჭერა. ეს მხარდაჭერა ხაზგასმით აღინიშნა ქალბატონ მერკელის მხრიდან, ასევე ბუნდესტაგის წევრებთან დღევანდელ შეხვედრაზე, რომელზეც მქონდა პატივი დავსწრებოდი.

 

 

ჩვენ, რა თქმა უნდა, უფრო სწრაფად გვინდა განვითარდეს და დღესვე ვართ მზად როგორც ნატოს, ასევე, ევროკავშირის წევრობის. თუმცა, ყურადსაღებია ბევრი ფაქტობრივი გარემოება, მათ შორის, ევროკავშირის წევრი ქვეყნების პერსპექტივა. ჩვენ გვაქვს პრაგმატული პოლიტიკა რუსეთთან, ისევე, როგორც გერმანიას. ვფიქრობ, რომ ამ კუთხით იკვეთება ჩვენი ინტერესები. შესაბამისად, საქართველოსთვის ევროკავშირის და ნატოს წევრობა არის ის მიზანი, რომლის რეალიზება ნაბიჯ-ნაბიჯ, მეთოდურად აუცილებლად მოხდება.

 

 

გერმანია მომავალშიც გააგრძელებს ჩვენს მხარდაჭერას როგორც ეკონომიკის, განათლების სისტემის, ასევე, დემოკრატიის და სამართლებრივი სახელმწიფოს განვითარების კუთხით", აცხადებს კილაძე.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი