გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებთან და პროფესორ-მასწავლებლებთან გამართული შეხვედრისას მისთვის დასმული ერთ-ერთი შეკითხვის - რამდენად მზად არის, ხელი შეუწყოს საქართველოს დემოკრატიის მხარდაჭერას იმისათვის, რომ მომავალში დემოკრატიული სამხრეთ კავკასიის რეგიონი მივიღოთ? - განაცხადა, რომ მისი თბილისში ყოფნა სწორედ ამის გამოხატულებაა.
„ფაქტი რომ მე აქ ვიმყოფები, ეს არის ცალსახა ნიშანი იმისა, რომ სამხრეთ კავკასია დემოკრატიულად განვითარდეს. მე მინდა მჭიდრო თანამშრომლობა. ჩვენ გვაქვს სრულიად განსახვავებული მდგომარეობა. საქართველო არის ძალიან სწორ გზაზე, მიუხედავად არსებული პრობლემებისა. მნიშვნელოვანია, ოპოზიციისათვისაც ხელმისაწვდომი იყოს საზოგადოებრივი რესურსები, კონკრეტულად, მასმემდია და მას შეეძლოს თავისუფლად განვითარება. რა არის დემოკრატია? ეს არის გამარჯვება არჩევნებში უმრავლესობის, მაგრამ დემოკრატია არის ასევე მმართველი პარტიის მუდმივი შეგნება, რომ ერთ მშვენიერ დღეს ისევ აღმოჩნდება ოპოზიციაში. ეს არის დემოკრატიის ანა-ბანა. ჩვენ, კვლავინდებურად, მხარს დავუჭერთ საქართველოს და მის სამხრეთ კავკასიელ მეზობელ ქვეყნებს ამ გზაზე. ძალიან საინტერესო პროცესები იყო სომხეთში რამდენიმე თვის წინ. თუმცა იმიტომ, რომ იქ არ არის ნედლეული და ჰყავს მეზობლები თურქეთი და აზერბაიჯანი - სომხეთში არის ძალიან რთული ეკონომიკური მდგომარეობა. ძალიან დიდია რუსეთზე დამოკიდებულება. აზერბაიჯანი სრულიადაც არ არის შედარებადი საქართველოსთან დემოკრატიზაციის მხრივ. განსაკუთრებით სამოქალაქო საზოგადოებისათვის სამართლიანი მიდგომა არის მნიშვნელოვანი. ჩვენ გავაგრძელებთ მხარდაჭერას იმიტომ რომ, თავისუფალი პოლიტიკური მართლწესრიგი კარგია; თავისუფალი ეკონომიკა ძალიან კარგია. ეს კი, თავის მხრივ არის საფუძველი ადამიანების, უბრალო ადამიანების ცხოვრების დონის გაზრდისა. ძალიან ბევრი რამ ხდება საქართველოში, თუმცა ჯერ კიდევ სოციალური მდგომარეობა რჩება რთული. დემოკრატია აღიარებადია მხოლოდ და მხოლოდ მათ შორის სწორი ეკონომიკური პოლიტიკის ჭრილში და ეკონომიკური წარმატების ჭრილში“, განაცხადა ანგელა მერკელმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.