„ჩვენთვის მთავარია ვიყოთ თანმიმდევრული ჩვენს პოლიტიკაში, ჩვენი რეფორმების განხორციელებაში. ჩვენ თანმიმდევრულად მივიწევთ წინ დასავლური ინტეგრაციის მიმართულებით, ვახორციელებთ იმ რეფორმებს, რომლებიც აუცილებელია იმისათვის, რომ საქართველო საბოლოოდ გახდეს როგორც ნატოს, ასევე ევროკავშირის წევრი“, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
მისივე თქმით, როგორც ნატოში, ასევე ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე გერმანიასთან თანამშრომლობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.
„ვთანამშრომლობთ კონკრეტული მიმართულებით, როგორც ნატოს კუთხით, ასევე ევროკავშირის კუთხით. ამ თანამშრომლობაში გერმანიას აქვს განსაკუთრებული როლი. ჩვენ ერთად ვიხილეთ, რომ გერმანელი სამხედროები ქართველ სამხედროებთან ერთად მონაწილეობდნენ ძალიან მნიშვნელოვან წვრთნებში. ესეც იყო მხარდაჭერის და თანადგომის ძალიან მნიშვნელოვანი გამოხატულება, გერმანია არის საქართველოსთან ერთად ,ჩვენ ვგრძნობთ ამ თანადგომას და ეს თანადგომა კიდევ ერთხელ დადასტურა ქალბატონი მერკელის ვიზიტმა და მისმა გზავნილებმა“, აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.