საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ „ქართულ ოცნებას“ საპრეზიდენტო კანდიდატი არ ეყოლება, განაცხადა, რომ კანდიდატთან დაკავშირებით მმართველი გუნდის პოზიცია „ალბათ, გაჟღერდება მას შემდეგ, რაც დასრულდება კანდიდატების დასახელება, ანუ 8 სექტემბრის შემდეგ“.
„საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ პოზიცია ალბათ, გაჟღერდება მას შემდეგ, რაც დასრულდება კანდიდატების დასახელება ანუ 8 სექტემბრის შემდეგ სავარაუდოდ და ეს ასე მოხდება. ეს არის ჩემი პირადი პოზიცია“, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, ჟურნალისტებთან საუბრისას.
საპრეზიდენტო კანდიდატის დასახელებასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ ბოლო დღეებამდე გახმოვანებული ოფიციალური პოზიციის თანახმად, მმართველი გუნდი თავისი კანდიდატის წარდგენას გამორიცხავდა და რომელიმე დამოუკიდებელი კანდიდატის მხარდაჭერაზე აკეთებდა აქცენტს.
პარტიის აღნიშნული პოზიცია რამდენიმე კვირის წინ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გააჟღერა, თუმცა სამი დღის წინ, პრემიერ მინისტრმა მამუკა ბახტაძემ თქვა, რომ პარტიაში დისკუსია მიმდინარეობს იმასთან დაკავშირებით, ეყოლებათ თუ არა საკუთარი კანდიდატი, რამაც კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ირაკლი კობახიძის თავდაპირველად გაკეთებული განცხადება, სადაც მკაფიოდ იყო ნათქვამი, რომ „ოცნება“ საპრეზიდენტო კანდიდატის დაყენებას არ აპირებდა.
სალომე ზურაბიშვილი, რომელიც დამოუკიდებელი კანდიდატის რანგში მის მხარდამჭერებთან შეხვედრებს და ხელმოწერების შეგროვებას განაგრძობს, ამ დრომდე „ქართული ოცნების“ მხარდაჭერის მოლოდინშია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.