გიორგი ჩერქეზიშვილი: ანგელა მერკელის ვიზიტი დიდი პოლიტიკური მნიშვნელობის გარდა, ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანია
24-08-2018, 13:14

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, გიორგი ჩერქეზიშვილის განცხადებით, „გარდა იმ დიდი პოლიტიკური მნიშვნელობისა, რომელიც გერმანიის კანცლერის ვიზიტს ახლავს თან, ის მნიშვნელოვანია ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების თვალსაზრისითაც. კანცლერის ვიზიტისას მას ასევე მოყვება საკმაოდ მსხვილი ბიზნესკომპანიები, რომლებთანაც ჩვენ გვექნება შეხვედრები და გავაცნობთ საქართველოს საინვესტიციო პოტენციალს“.

 

 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა საქართველოს რკინიგზასა და „დოიჩე ბან“-ს შორის დაწყებულ მოლაპარაკებებზე. „მხარეებს შორის მოლაპარაკებები ჯერ კიდევ დღევანდელი პრემიერის, საქართველოს რკინიგზის დირექტორის პოზიციაზე ყოფნის დროს იყო დაწყებული და უფრო მჭიდრო ეტაპზე გადადის. „დოიჩე ბან“-ის წარმომადგენლები ჩამოდიან ამ ვიზიტის ფარგლებში და ხვალ ჩვენ და საქართველოს რკინიგზას მათთან შეხვედრა გვექნება“, აღნიშნა გიორგი ჩერქეზიშვილმა.

 

 

მისი თქმით, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვიზიტის ფარგლებში ხელი ეწერება KFW-სა და საქართველოს ნავტობისა და გაზის კორპორაციას შორის მიწისქვეშა გაზსაცავის მშენებლობის პროექტთან დაკავშირებით. მისი განცხადებით, ეს პროექტი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია საქართველოსთვის როგორც წმინდა ეკონომიკური, ისე ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების თვალსაზრისით.

 

 

როგორც გიორგი ჩერქეზიშვილი აღნიშნავს, გერმანია საქართველოსთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია. მისი ინფორმაციით, ქართული ექსპორტი ევროკავშირში, გასული 7 თვის განმავლობაში 20%-ზე მეტით იქნა გაზრდილი, მათ შორის გერმანიაში ქართული ექსპორტის ზრდის წილი 36%-მდეა. „მნიშვნელოვანია, რომ ეს არის დივერსიფიცირებული და საკმაოდ ფართო პროდუქციაა. ამ ვიზიტისას კიდევ ერთხელ დაფიქსირდება, რომ საქართველო საუკეთესო ქვეყანაა რეფორმების და საინვესტიციო მიმზიდველობის კუთხით. ეს არის ჩვენი მთავარი პრიორიტეტი, რომელსაც ჩვენ კიდევ ერთხელ გავაცნობთ და გვექნება საუბარი ამ კომპანიებთან ამ ვიზიტის განმავლობაში“, აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ.

 

 

ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი