საქართველოს პრემიერ მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, გერმანიის ფედერალურ კანცლერთან, ანგელა მერკელთან მოლაპარაკებები სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე გაიმართა. როგორც მთავრობის მეთაურმა ჟურნალისტებს უთხრა, საუბრის ძირითადი თემა რუსულ აგრესიას, საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასა და საქართველოს ევროატლანტიკურ პერსპექტივებს შეეხებოდა.
„ჩვენ ვისაუბრეთ ძალიან მნიშვნელოვან და პრინციპულ საკითხებზე, რომლებიც შეეხება რუსეთის აგრესიას, რომლებიც შეეხება ჩვენი ქვეყნის ოკუპაციას, იძულებით გადაადგილებულ პირებს, კატასტროფულ ჰუმანიტარულ მდგომარეობას, რომელიც არის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. განვიხილეთ როგორც ორმხრივი თანამშრომლობა, ასევე, საქართველოს ინტეგრაცია ევროკავშირთან და ნატოსთან. გერმანია არის ჩვენი ერთგული მხარდამჭერი, ჩვენი მეგობარი ქვეყანა. ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი მონაპოვარი ევროკავშირთან და ნატოსთან ინტეგრაციის გზაზე. დავსახეთ მიზნები, თუ როგორ უნდა განვამტკიცოთ ეს თანამშრომლობა, როგორ უნდა დავუახლოვოთ საქართველო უფრო მეტად ევროკავშირს. იცით, რომ ვმუშაობთ ძალიან მნიშვნელოვან დოკუმენტზე - ეს არის საგზაო რუკა, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს კიდევ უფრო მეტად დაახლოებას ევროკავშირთან და ამავე დროს, იმ ამოცანებზე, რომლებიც უნდა დავსახოთ ჩვენ, რომ ნატოში საქართველოს ინტეგრაცია კიდევ უფრო დაჩქარდეს.
გვაქვს სრული მხარდაჭერა ჩვენს ახალ პოლიტიკაში, რომელიც გულისხმობს საქართველოში ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის მიღწევას, რომელიც გულისხმობს მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდაჭერას, სასტარტო კაპიტალის რეფორმას და ბევრ სხვა ინიციატივას. ამასთან ერთად, ჩვენ ვისაუბრეთ რეგიონულ თანამშრომლობაზეც, ძალიან მნიშვნელოვან პროექტებზეც, რომლებიც გულისხმობს ენერგოუსაფრთხოებას, დამატებითი რესურსების მიწოდებას ევროკავშირის ბაზარზე და საქართველოს აქვს უნიკალური როლი. ამასთან ერთად, ვისაუბრეთ საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობაზე", განაცხადა მამუკა ბახტაძემ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.