დავით ნარმანია ახალდაბაში სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობას შეხვდა
22-06-2015, 01:55

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ახალდაბაში სტიქიით დაზიანებული ადგილები მოინახულა და დაზარალებულ მოსახლეობას შეხვდა. ახალდაბაში უკვე აღდგენილია საავტომობილო გზა, დასრულებულია ბუნებრივი აირის მიწოდებისთვის საჭირო სამუშაოები და მოსახლეობა მას ხვალიდან მიიღებს, 2-3 დღეში აღდგება წყლის მიწოდებაც, ხოლო დაზიანებული ელექტროკაბელების გამო ელექტროენერგია ადგილობრივებს გენერატორების მეშვეობით უწყვეტად მიეწოდება.


თბილისის მერის განცხადებით, უკვე დაწყებულია შესაბამისი დოკუმენტაციის შეგროვება, რათა დაზარალებულ მოსახლეობას მაქსიმალური დახმარება გაეწიოს.


"ახალდაბაში სტიქიამ ერთი სახლი დაანგრია. გვინდა, ეს ოჯახი ჩვენი განსახლების გეგმაში მოვახვედროთ, რათა მათ ზიანი აუნაზღაურდეთ. ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ მოსახლეობა ცხოვრების ნორმალურ რიტმს დაუბრუნდეს. იმ სახლებს, რომელთაც დაზიანებები აქვთ მიღებული, გავამაგრებთ. უკვე დავიწყეთ დოკუმენტაციის შეგროვება, რომ დაზარალებულ მოსახლეობას მაქსიმალურად დავეხმაროთ", - განაცხადა დავით ნარმანიამ.


თბილისის მერთან ერთად ახალდაბაში ვაკის რაიონის გამგებელიც იმყოფებოდა. ლაშა აბაშიძის თქმით, მოსახლეობა სასმელი წყლითა და საკვებით მარაგდება. "სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები ოპერატიულად და ინტენსიურად მიმდინარეობს. ვიდრე გზა ჩახერგილი იყო, მოსახლეობას საკვები პროდუქტებით ვერტმფრენებითა და შემოვლითი გზით ვამარაგებდით. ახლა გზა გახსნილია, თუმცა, მათ მომარაგებას მაინც ვაგრძელებთ. სულ მალე მოსახლეობას ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის მიწოდებაც აღუდგება", - განაცხადა ვაკის გამგებელმა.


ახალდაბაში მუშაობას აგრძელებს ტექნიკაც. 13 ივნისის სტიქიის შედეგად სოფელში გზა ჩაიკეტა, ერთი სახლი სრულად დაინგრა, ხოლო რამდენიმე დაზიანდა.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი