ანაკლიაში, ელექტრონული მუსიკის ფესტივალ ECHOWAVES-ის მონაწილე ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა.
ფესტივალის მიმდინარეობისას 22 წლის ბიჭი ცუდად გახდა, საავადმყოფოში გადაყვანამდე კი, გარდაიცვალა.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
ზუგდიდის საავადმყოფოში გადაიყვანეს ფესტივალის კიდევ ერთი მონაწილე, რომელსაც ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალის კლინიკური მენეჯერის, სულხან ორჟონიას განცხადებით, დაუზუსტებელი სუბსტანციების ტოქსიური ეფექტი აღენიშნებოდა.
ახალგაზრდა გოგონას მდგომარეობა, მკურნალობის შედეგად, გაუმჯობესდა და ის კლინიკიდან უკვე გაწერეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.