„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" მოქალაქეებს, რომლებიც „ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში, თავს დაზარალებულად მიიჩნევენ, გარანტიას აძლევს, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, კომპენსაციას გადაუხდის.
პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, საქმე ეხება ბანკებით დაზარალებულ და სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებულ ადამიანებს, რომლებმაც დღეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისში სპეციალური სერთიფიკატები აიღეს.
„ეს ის ხალხია, რომელმაც ბოლო 6 წლის განმავლობაში პრაქტიკულად დაკარგა ყველაფერი და დარჩნენ ულუკმაპუროდ. ეს ყველაფერი გაკეთდა ივანიშვილის და მისი პარტნიორი მევახშეების დახმარებით. იმის მაგივრად, რომ ხელისუფლებას და სახელმწიფოს პასუხისმგებლობა აეღო ამ ხალხზე, პირიქით, ხელი შეუწყვეს მათი პირადი მევახშეების დახმარებით, რომ ეს ხალხი დარჩენილიყო პრაქტიკულად, ულუკმაპუროდ. პასუხისმგებლობას ვიღებთ იმაზე, რომ ხელისუფლების ცვლილებისთანავე, ამ ხალხს აუნაზღაურდება ის ზარალი, რომელიც მათ ივანიშვილის ხელისუფლების პირობებში მიიღეს", განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა, რომლის ინფორმაციითაც, პარტიის ინიციატივა სპეციალური სახელმწიფო ფონდის შექმნას გულისხმობს - გამოცხადდება 2-წლიანი მორატორიუმი ყველა უსამართლო ვალის გადახდაზე, ვალები კი, მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროინდელი სავალუტო კურსით დაანგარიშდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.