საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ომარ ნიშნიანიძე ბიძინა ივანიშვილთან გამართული შეხვედრის დეტალებს ასაჯაროვებს. მისი განცხადებით, 2016 წლის არჩევნებისთვის კოალიცია „ქართული ოცნება“ განსაკუთრებულად მოემზადება და სრულიად ახალ საარჩევნო სიას დადებს და ამ სიაში ბიზნესმენებისთვის ადგილი არ იქნება. ამის შესახებ ნიშნიანიძემ, გაზეთ „ახალ თაობასთან“ საუბრისას განაცხადა.
„2012 წელს ფორსმაჟორში ვიყავით და ხალხის შერჩევა საგულდაგულოდ ვერ მოხერხდა, ხოლო 2016 წლისთვის კოალიცია განსაკუთრებით მოემზადება. რამდენადაც მე ვიცი, 2016 წლისთვის სრულიად ახალი საარჩევნო სია დაიდება“,- განაცხადა ნიშნიანიძემ გამოცემასთან საუბრისას.
მისივე თქმით, ახალ საარჩევნო სიაში ბიზნესმენები ვეღარ მოხვდებიან.
„შეხვედრაზე, რომელიც ბიძინა ივანიშვილთან გვქონდა, ბევრი საინტერესო განცხადება გაკეთდა. იქ ივანიშვილმა რამდენიმე ბიზნესმენის სახელი და გვარი პირდაპირ დაასახელა და უთხრა, რომ მომავალ პარლამენტში მათ ადგილს ვერ ხედავდა. მან ამით უთხრა, რომ ბიზნესმენების ადგილი პარლამენტში არ არის და მათი მოწოდება სამუშაო ადგილების შექმნა უნდა იყოს“,- განაცხადა ომარ ნიშნიანიძემ.
მანვე აღნიშნა ისიც, რომ ბიზნესმენები სააკაშვილის რეჟიმის დროს იძულებულნი იყვნენ პარლამენტში შესულიყვნენ, იმის სანაცვლოდ, რომ ყველაფერი არ დაეკარგათ.
„სააკაშვილის დროს ბიზნესი დაცული არ იყო. ამიტომაც ცდილობდა ეს ხალხი პარლამენტში მოხვედრას. ამის გარდა, ისინი იძულებულნი იყვნენ, „ნაციონალური მოძრაობა“ დაეფინანსებინათ. წინააღმდეგ შემთხვევაში ყველაფერს დაკარგავდნენ. ჩვენს გვერდით ასეთი რამდენიმეა და 2012 წლის შემდეგ მათ ძალიან კარგი პოზიცია დაიკავეს, რომ „ნაციონალებს“ გაემიჯნენ“,- განაცხადა ნიშნიანიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.