2014 წლის 7 თებერვალს მთავრობის სხდომა გაიმართა. სხდომაზე დღის წესრიგით დღეს 41 საკითხი განიხილეს, დაემატა 1 საკითხი, დამტკიცდა 42 საკითხი.
მთავრობის სხდომის გადაწყვეტილებით, მკაცრდება საჯარიმო სანქციები სამედიცინო კლინიკების მიმართ, თუკი პაციენტთან შეთანხმების გარეშე მას დაარეგისტრირებენ გეგმიურ მომსახურებაზე.
საყოველთაო დაზღვევაში ჩართულ პაციენტებს უნდა ჰქონდეთ თავისუფალი არჩევანის შესაძლებლობა.
ამას გარდა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინციატივით, დამტკიცდა მიუსაფარ პირთა დროებითი თავშესაფრის ფუნქციონირების მინიმალური სტანდარტები, კვების ორგანიზების ნორმები, დროებითი თავშესაფრის შინაგანაწესი, პერსონალის ფუნქცია-მოვალეობები და მიუსაფარი პირების ვალდებულებები.
დღესვე, მთავრობის წევრებმა მხარი დაუჭირეს საკითხს, რომლის მიხედვითაც ასოცირების ხელშეკრულების ეფექტიანად განხორციელების მიზნით, შესაბამის სამინისტროებს დაევალათ ყოველწლიური სამოქმედო გეგმის, ანგარიშების მომზადება და შესრულების მონიტორინგი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.