პირველად ხდება მგონი, რომ შს მინისტრი და თავდაცვის მინისტრი ერთმანეთის წინააღმდეგ შეთქმულების თეორიებით არ არიან დაკავებული, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა არასამთავრობო ორგანოზაციების წარმომადგენელებთან და ექსპერტებთან შეხვედრისას განაცხადა.
შეკითხვა ეხებოდა თუ რამდენად ეფექტური იყო სტიქიის და მის შემდგომ პერიოდში შს სამინისტროსა და თავდაცვის სამინისტროს შორის კოორდინაცია.
მისი თქმით, აღნიშნულ უწყებებს შორის კოორდინაცია ეფექტურად ხორციელდება.
"ერთ-ერთი საუკეთესო მომენტია ამ ორ უწყებას შორის კოორდინაციის, რომელიც საჭიროების შემთხვევაში, ყოველწამიერად მიმდინარეობს. ხშირად ვამბობთ ხოლმე, რომ მგონი პირველი შემთხვევაა, როდესაც შს მინისტრი და თავდაცვის მინისტრი ერთმანეთის წინააღმდეგ შეთქმულების თეორიებით არ არიან დაკავებულები. კომუნიკაციის პრობლემა არ არსებობს და ორივე უწყება თანამშრომლობს იქ, სადაც საჭიროა", - განაცხადა ხიდაშელმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.