ჯონ მაკკეინის გარდაცვალებას გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“-ს პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე გამოეხმაურა. მისი თქმით, ჯონ მაკკეინის ხმა მუდმივად რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ რომ არ ყოფილიყო სენატში, დღეს სამყარო გაცილებით უარესი ადგილი იქნებოდა.
„ამერიკის პატრიოტი, რომელიც მთელი თავისი სიცოცხლე იბრძოდა თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის, ეს ადამიანი არ შეიძლება არ ყოფილიყო იმ დამოუკიდებლობააღდგენილი ქვეყნების მოკავშირე და მეგობარი, რომელმაც საბჭოთა კავშირის მარწუხებს დააღწია თავი. უმრავლესი ლიდერებისგან განსხვავდებოდა იმით, რომ მას შესანიშნავად ესმოდა ჯერ კიდევ 90-იან წლებში, რომ რუსეთის ფედერაციამ განიცადა მიმიკრია და ეს არავითარი „დემოკრატიული სახელმწიფო“ არ არის, არის საბჭოთა კავშირის მეორე გამოცემა, სხვა არაფერი, რომელიც ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ იმპერია აღადგინოს და ის დამოუკიდებელი სუვერენული ქვეყნები, რომლებიც მას გაექცა, დასუსტების დროს უკან დააბრუნოს. ჯონ მაკკეინის ხმა რომ მუდმივად არ ყოფილიყო სენატში ამაღლებული რუსული აგრესიის წინააღმდეგ და საერთოდ დემოკრატიის და თავისუფლების დასაცავად, დღეს სამყარო გაცილებით უარესი ადგილი იქნებოდა“, განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.