სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას მრევლს სთხოვა, რომ მისთვის ილოცონ და ასევე აღნიშნა, რომ ამ ლოცვამ გააძლებინა მთელი 55 წელიწადი მისი ეპისკოპოსად კურთხევიდან დღემდე.
„დღეს არის ხსენება მაქსიმე აღმსარებლის. დღეს მე მინდა გითხრათ ჩემი განსაცდელის შესახებ, რომელიც გამოვიარე. სასულიერო აკადემიის შემდეგ, მქონდა ასეთი შინაგანი კითხვა, რას ნიშნავს სიახლოვე უფალთან, რას გრძნობს ადამიანი სიახლოვის დროს. აკადემიის შემდეგ, უწმინდესმა და უნეტარესმა ეფრემ მეორემ დამნიშნა მცხეთის სამთავროს მონასტერში წირვა-ლოცვებისთვის და საოცარი რამ მოხდა, სახარების დროს მადლი გადმოვიდა, რაც გაურკვეველი მდგომარეობა იყო, როცა მე თითქოს გამოვითიშე წირვა-ლოცვიდან და ვერავის ვერ ვხედავდი, დედებს ვერ ვხედავდი, მხოლოდ უფალთან სიახლოვეს ვგრძნობდი.
წირვა თავიდან ბოლომდე სწორად ჩატარდა, მაგრამ ეს სიახლოვე იმდენად ტკბილი იყო, იმდენად სულიერი ტკივილი იყო, რომ როცა წირვის ბოლოს შემოვიდა მონაზონი და შემოიტანა მდუმარება ბარძიმში ჩასაშვები, იმ დროს გამოვედი მე იმ მდგომარეობიდან. მაგრამ უნდა ითქვას, რომ იმდენად არაჩვეულებრივი იყო ეს ხილვა, იმდენად დიდი იყო მადლი, რომ მე არ შემეძლო, არც ლაპარაკი, არც საჭმლის მიღება, მთელი სხეული განიცდიდა აი, ამ მდგომარეობას.
შეიძლება თქვენ ეს გაქვთ, ეს შეიძლება ეს ცხოვრებაში ერთხელ ან ორჯერ იყოს, ეს არის მოვლენა იმისთვის, რომ სულიერად განამტკიცოს ადამიანი ღმერთმა და ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომ უფალი არ გვტოვებს ჩვენ.
გუშინ შესრულდა 55 წელი ჩემი ეპისკოპოსად კურთხევისა, დიდება უფალს, თქვენი ლოცვები მჭირდება. თქვენი ლოცვები რომ არ ყოფილიყო, მე ვერ ავიტანდი იმ დღეებს, რომელიც გამოვიარეთ. დაე, ჩვენ ვმადლობდეთ უფალს, ახლა მე ვაკურთხებ საჭმელსა და სასმელს, რომ თქვენ მიიღოთ ეს, მომიხსენიოთ თქვენ წმინდა ლოცვებში“, აღნიშნა პატრიარქმა ქადაგებისას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.