გურიის ყოფილი გუბერნატორი მერაბ ჭანუყვაძე „ქართული ოცნების“ ოზურგეთის ორგანიზაციის თავმჯდომარის თანამდებობის დატოვების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.
მერაბ ჭანუყვაძე დღეს რეგიონული ორგანიზაციის წევრებისა და მმართველი პარტიის ლიდერების შეხვედრას დაესწრო.
„არ ყოფილა არანაირი განხილვა და დისკუსია ჩემი გადადგომის შესახებ, ჩვეულებრივი სამუშაო შეხვედრა იყო, ყველას ჰქონდა აზრის გამოთქმის საშუალება, იყო საკრებულოების წევრებთან, აქტივთან შეხვედრა, საუბარი მოახლოებულ არჩევნებზეც იყო. მე ვრჩები გუნდში, ამის შესახებ ადრეც გავაკეთე კომენტარი და გავაგრძელებ საქმიანობას“, განაცხადა მერაბ ჭანუყვაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.