საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით მმართველი გუნდი პოზიციას 8 სექტემბრის შემდეგ დააფიქსირებს.
მისი თქმით, როგორც უკვე აღნიშნეს, „ქართულ ოცნებას“ საკუთარი კანდიდატი არ ეყოლება, თუმცა რეგისტრირებული კანდიდატებიდან ერთ-ერთს მხარს დაუჭერენ.
„აუცილებლად დავუჭერთ მხარს ერთ-ერთ კანდიდატს, ჩვენი პოზიცია მნიშვნელოვანია, ამომრჩევლის წინაშე პასუხისმგებელი ვართ ამ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებითაც, აქედან გამომდინარე ჩვენი ჩართულობა იქნება აქტიური. ჩვენი კანდიდატი არ გვეყოლება.
დღეს გვარებზე საუბარი არ არის სწორი. გადავხედავთ კანდიდატების იმ წრეს, რომელიც ჩამოყალიბდება 8 სექტემბრის შემდეგ და 8 სექტემბრის შემდეგ დავასახელებთ ჩვენს პოზიციას“, განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.