როდის დაიწყება UEFA-ს სუპერთასის ბილეთების გაყიდვა?
22-06-2015, 04:21

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

UEFA-ს სუპერთასის ბილეთების გაყიდვა თუ დღეს არ დაიწყო, biletebi.ge კონტრაქტს დაარღვევს. როგორც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა აცხადებს, ინტერნეტმაღაზია biletebi.ge ვალდებულია, დღეს დაიწყოს მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა.


როგორც სიჭინავა ამბობს, ამ საიტის მოსაწესრიგებლად ვებგვერდმა საჭირო სახსრებიც მიიღო.

 


“ასეთ ხარვეზებზე პასუხისმგებელი ეს ვებგვერდია. გარანტია მოგვცეს გუშინ, რომ საიტზე ბილეთების ყიდვა ერთდროულად 2 ათას 500 მყიდველს შეეძლებოდა. დღეს თქვეს, რომ შემოვიდა 10 ათასი მომხმარებელი. კონტრაქტით ვალდებულები არიან, რომ დღეს დაიწყონ გაყიდვა. როგორც აღმოჩნდა, გარანტიებს გვაძლევდნენ, მაგრამ ტექნიკურად მზად არ იყვნენ”,- აცახდებს ზვიად სიჭინავა.


შეგახსენებთ, რომ UEFA-ს სუპერთასის ბილეთების გაყიდვისთვის, biletebi.ge-მ ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოსგან 45 ათასი ევრო მიიღო. დღეს დილიდან კი მატჩზე დასწრების მსურველებმა საიტზე ბილეთების ყიდვა ვერ შეძლეს. ბარსელონას” და “სევილიას” მატჩი თბილისში 2015 წლის 11 აგვისტოს არის დაგეგმილი.

 

 

როგორც ინტერნეტმაღაზია biletebi.ge-ს წარმომადგენლები ამბობენ, საიტზე კიბერშეტევასთან ერთად ბევრი მომხმარებელი ერთდოულად შევიდა, რის გამოც UEFA-ს მატჩის ბილეთების გაყიდვა შესაძლოა, ხვალისთვის გადაიდოს.


როგორც საიტის წარმომადგენლები ამბობენ, სცადეს, უცხოეთის მომხმარებლები დროებით ჩაეხსნათ და საიტს ისე ემუშავა, თუმცა ეს ვერ მოხერხდა. UEFA-ს მითითებებით, biletebi.ge-მ მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა დღეს უნდა დაიწყოს.


შეგახსენებთ, რომ UEFA-ს სუპერთასის ბილეთების გაყიდვისთვის, biletebi.ge-მ ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოსგან 45 ათასი ევრო მიიღო. დღეს დილიდან კი მატჩზე დასწრების მსურველებმა საიტზე ბილეთების ყიდვა ვერ შეძლეს. ბარსელონას” და “სევილიას” მატჩი თბილისში 2015 წლის 11 აგვისტოს არის დაგეგმილი.

 

 

კომენტარები: 1
#1   gaga pirveli
      
ბილეტების გაყიდვის ორგანიზებაც ვერ მოახერხეს ნორმალურად ესენი თამაშის მომგებები არიან ???

უფასო განცხადებები - ganckhadebebi.ge
29 ივნისი 2016 01:46
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი