ამერიკის შეერთებული შტატების მიერ პარასკევს, 24 აგვისტოს რუსეთის წინააღმდეგ გამოცხადებული უმკაცრესი სანქციები ძალაში ორშაბათს, მოსკოვის დროით 7.00 საათზე შევიდა.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები პარასკევს გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც იკრძალება ამერიკული კრედიტების გაცემა რუსეთისთვის, იარაღის და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტი.
„სახელმწიფო დეპარტამენტმა დაადგინა, რომ რუსეთის ფედერაციამ საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევით გამოიყენა ქიმიური იარაღი... საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ“, ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ განცხადებაში.
ახალი შეზღუდვების თანახმად, ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან რუსეთისადმი ნებისმიერი დახმარება წყდება, გარდა „სასწრაფო ჰუმანიტრაული დახმარებისა, რაც საკვებითა და სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქტებით“ უზრუნველყოფას ითვალისწინებს.
რუსეთს აშშ-ის ნებისმიერი დაწესებულება ასევე უარს ეტყვის „ნებისმიერ კრედიტზე, სესხის გარანტიასა და სხვა ფინანსურ მხარდაჭერაზე“.
ამავე დროს, სახელმწიფო დეპარტამენტი შეწყვეტს რუსული სახელმწიფო კომპანიებისათვის იარაღის ექსპორტსა და ორმაგი დანიშნულების პროდუქტებზე ლიცენზიების გაცემას. ეს არ შეეხება კოსმოსში თანამშრომლობისთვის აუცილებელ და სამოქალაქო ავიაციის ფრენების უსაფრთხოებისთვის საჭირო პროდუქტებს. დასაშვები იქნება სხვა გამონაკლისების დაშვებაც.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.