შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა, ილიას ჩილოღლუმ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს წერილით მიმართა, რომლითაც სტუდენტების მიღებასთან დაკავშირებით უნივერსიტეტისთვის დაწესებული 1 წლიანი შეზღუდვის გადაწყვეტილების გადახედვას მოითხოვს.
ჩილოღლუმ განაცხადა, რომ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრი პროცესს აჭიანურებს, რადგან აბიტურიენტებს უნივერსიტეტის შეცვლის ბოლო დღე, დღეს აქვთ და თუ ცენტრი გადაწყვეტილებას დღეს არ მიიღებს უნივერსიტეტს სტუდენტების მიღება გაუჭირდება.
„დავალიანება უკვე გადავიხადეთ. ცენტრისგან ვითხოვთ, რომ ჩვენს მდგომარეობას გადახედონ და ერთხელ კიდევ შეისწავლონ, ვინაიდან დღეს აბიტურიენტების მიერ არჩევანის გაკეთების ბოლო დღეა და რომ არ დაზარალდნენ აბიტურიენტები, რომლებსაც შავი ზღვის უნივერსიტეტი აქვთ მითითებული. ისინი გველოდებიან, როგორი შედეგი იქნება. იმედი გვაქვს, ცენტრი ამას გაითვალისწინებს.
ამ პროცესს დრო მიაქვს და პირველკურსელების მიღება ძალიან ძნელი იქნება. ფაქტობრივად, უნივერსიტეტი მათ ვერ მიიღებს, რადგან დრო უკვე იწურება. ამიტომ გადავწყვიტეთ, ცენტრს მივმართოთ, ჩვენს საქმეს კიდევ ერთხელ გადახედოს და იმედი გვაქვს, გადახედავენ. განცხადება შეგვაქვს, რომ დავალიანება გადახდილია. დღეს 18 საათამდე აქვთ აბიტურიენტებს შეცვლის უფლება“, განაცხადა ილიას ჩილოღლუმ.
ავტორიზაციის საბჭომ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს სტუდენტების ახალი ნაკადის მიღება 20 აგვისტოს ერთი წლით შეუზღუდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.