სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის თანამდებობიდან იოსებ გოგაშვილის წასვლა მამუკა არეშიძეს აფიქრებინებს, რომ პრემიერ მინისტრი მამუკა ბახტაძე ცდილობს მოაწესრიგოს ის მდგომარეობა, რაც სახელისუფლებო ვერტიკალის გარეთ არსებული ინტერესებით მართულ გავლენიან ჯგუფებს უკავშირდება და როგორც ექსპერტი გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ საუბარში აცხადებს, „ეს არის პირების კატეგორია, რომლებსაც ხელი აქვთ გახსნილი და ქვეყნის მართვაში ყოველგვარი ლეგიტიმაციის გარეშე მონაწილეობენ“.
„რაც შეეხება უსაფრთხოების სახელმწიფო სამსახურის უფროსის მოადგილის სოსო გოგაშვილის თანამდებობიდან წასვლას - მისი გადადგომა მოსალოდნელი იყო და არა მგონია, კლანურ დაპირისპირებას გამოეწვია. არ გამოვრიცხავ, რომ უთანხმოება თავად უწყებაში იყო... მართლაც გაჩნდნენ გავლენიანი ჯგუფები, რომლებიც სახელისუფლებო ვერტიკალის გარეთ არსებული ინტერესებით იმართებიან და ეს ქვეყანას სერიოზულ პრობლემად ექცა. არის პირების კატეგორია, რომლებსაც ხელი აქვთ გახსნილი და ქვეყნის მართვაში ყოველგვარი ლეგიტიმაციის გარეშე მონაწილეობენ. ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა, რომ ახალგაზრდა პრემიერი ამ სიტუაციის მოწესრიგებას ცდილობს. ამის თქმის საფუძველს რამდენიმე საკადრო გადაადგილება მაძლევს, მათ შორის გოგაშვილის წასვლაც“, აცხადებს არეშიძე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.