თბილისში, ზაჰესთან, მდინარე მტკვარში მაშველებმა ორი ადამიანი გადაარჩინეს. შს სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის ინფორმაციით, ორი ახალგაზრდა მამაკაცი მტკვარში სათევზაოდ შევიდა და წყალმა გაიტაცა. მაშველებმა ორივე მათგანი გადაარჩინეს.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულნი არიან სამაშველო სამსახურები და სასწრაფო- სამედიცინო დახმარების ბრიგადები.
როგორც სასწრაფო-სამედიცინო ცენტრში აცხადებენ, გადარჩენილი მამაკაცების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. მათ ოდნავ წნევა აქვთ მომატებული და ემოციური ფონი შეინიშნება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.