განათლების ხარისხის მართვის ცენტრის დირექტორი თამარ სანიკიძე ამბობს, რომ თანხის გადახდა არ ნიშნავს, რომ უნივერსიტეტს პრობლემები აღარ აქვს. თუმცა, სანიკიძის თქმით, აბიტურიენტები რომლებიც ვადის ამოწურვამდე არ შეცვლიან გადაწყვეტილებას მათთვის რიგგარეშე მობილობა გამოცხადდება.
„არ ვფიქრობ, რომ ვალის გადახდით ყველაფერი გვარდება, მაგრამ ტენდენცია კარგია, რადგან დაწესებულებამ გადაწყვიტა ამ პრობლემებს მიხედოს. ჩვენ გავწევთ ყველანაირ ორგანიზაციულ საკითხებს იმისათვის, რომ დროულად მოხდეს სააპელაციო საბჭოში წარმართვა.
აბიტურიენტები, რომლებიც მოიპოვებენ უნივერსიტეტში სწავლის უფლებას და გადანაწილებული უნდა ყოფილიყვნენ შავი ზღვის უნივერსიტეტში მათთვის ყველა შემთხვევაში გამოცხადდება რიგგარეშე მობილობა“, აცხადებს თამარ სანიკიძე.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტისთვის შეზღუდვების გაუქმების თხოვნით სასწავლებლის ადმინისტრაციამ განათლების ხარიხის ცენტრში განაცხადი შეიტანა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.