ონის მუნიციპალიტეტის მერი ემზარ საბანაძე აცხადებს, რომ ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერის გარეშე „ერთ ნაბიჯსაც კი ვერ გადადგამდა“
27-08-2018, 11:08

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ონის მერი ემზარ საბანაძე აცხადებს, რომ მუნიციპალიტეტში, ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერით, არაერთი შიდასახელმწიფოებრივი თუ ადგილობრივი მნიშვნელობის პროექტი ხორციელდება. როგორც საბანაძემ GUARDIAN.GE-სთან საუბრისას აღნიშნა, ადგილობრივი მნიშვნელობის პროექტი, რომელთა უდიდესი ნაწილი წყალგაყვანილობის ქსელის და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას გულისხმობს, ბევრია, მათგან ნაწილი მიმდინარე წელს დასრულდება, ნაწილი კი, მომავალ წელს არის დაგეგმილი. მერი მთავრობის მიმართ კმაყოფილებას გამოთქვამს და ამბობს, რომ „ცენტრალური ხელისუფლებისგან მხარდაჭერა რომ არ მქონდეს, ერთ ნაბიჯსაც კი ვერ გადავდგამ”.

 

 

„ძალიან დიდი პერიოდია გასული, რაც ცხინვალის მიმართულებით დაიკეტა გზა. ეს გზა და ცხინვალთან კავშირი კვებავდა ონის მუნიციპალიტეტს. დაახლოებით, 18 სოფელი იყო, რომელიც სარგებლობდა ამ გზით. მივაღწიეთ იმას, რომ ახლა უკვე იწყება, ალბათ, აგვისტოს ბოლოს, ამ გზის ონი-ირის მიმართულებით ასფალტირება. სასაზღვრო სოფლებში ბეტონის გზა გაკეთდება. ეს დიდი ფუფუნების საგანი იყო და არც იყო მოსალოდნელი, რომ ეს როდისმე გაკეთდებოდა, მაგრამ ცენტრალური ხელისუფლების დახმარებით, გაკეთდება. პროექტი უკვე არსებობს და დაფინანსებაც არსებობს. ტენდერი დამთავრდება და დაიწყება სამუშაოები.

 

 

სასაზღვრო სოფლებში არის პიპილეთი-ბაჯიხევის 14-კილომეტრიანი ბეტონის გზის პროექტი. დაწყებულია და მომავალ წელს დამთავრდება შოვის მიმართულებით, ონი-უწერა-გლოლა-ღების მიმართულებით ასფალტირება.

 

 

გზა კეთდება საჩხერიდან ონის მიმართულებით. ერთი ეტაპი სამუშაოების დასრულდა, ახლა მეორე ეტაპზე, ალბათ, გამოცხდდება ტენდერი და დაიწყება სამუშაოები. პროექტი 17-თვიანია.

 

 

რაც შეეხება სხვა პროექტებს, გვაქვს მსხვილი პროექტი, რომელიც ინფრასტრუქტურის სამინისტრომ დააფინანსა. აღნიშნული პროექტი სპორტული კომპლექსის მშენებლობას გულისხმობს ონში. სამუშაოები წელს დასრულდება.

 

 

(ბარი-მრავალძალის გზა. GUARDIAN.GE-ს ფოტო) 

 

ამ ეტაპზე მიმდინარეობს ასევე ბარი-მრავალძალის საგზაო ინფრასტრუქტურის აღდგენა. სამუშაოები ხორციელდება ასევე სოფელ ღარში, სადაც შიდა გზის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. ბარი-მრავალძალისა და ღარის გზაც მიმდინარე წლის განმავლობაში დასრულდება.

 

 

იგეგმება მერიის ძველი შენობის დემონტაჟი და იწყება ახალი შენობის სარემონტო სამუშაოები.

 

 

რაც შეეხება გარეგანათებებს, ქალაქი სრულად არის განათებული. ახლა ველოდებით უკვე აგვისტოს ბოლოს, ხელშეკრულება უკვე გაფორმებული გვაქვს, თანხა გადახდილია და ონის გარეგანათებები შეიცვლება ახალი, თანამედროვე ტიპის ლამპიონებით.

 

 

ქალაქ ონში თითქმის დასრულდა გაზიფიცირება და პარალელურად გზისპირა სოფლების გაზიფიცირება მიმდინარეობს. 

 

 

(სპორტული კომპლექსი. GUARDIAN.GE-ს ფოტო)

 

გადმოგვცეს ახალი სანაგვე ურნები, ნაგავმზიდები გვყავს, ნაგავსაყრელებიც გვაქვს. ასე რომ, ამ მხრივ პრობლემა არ გვაქვს. არის სოფლები, სადაც მისი ნაგავმზიდები, აქ დგას ნაგვის ურნები. სადაც ნაგვის ურნები არ დგას იმიტომ, რომ იქ ნაგავმზიდი ფიზიკურად ვერ მივა, ვგეგმავთ, რომ სანაგვე ორმოები გავაკეთოთ, გავსების შემდეგ, მათი კონსერვაცია მოხდება.

 

 

მიმდინარე წელს ორჯერ გვქონდა სტიქია და ზარალის ოდენობა მილიონ ლარზე მეტი იყო. ერთი თვის წინ დაგვაფინანსეს, ახლა პროექტირება მიმდინარეობს და შემდეგ დაიწყება მუშაობა.

 

 

როგორც ჩვენ გავთვალეთ და შესაძლებლობა გვქონდა, 2018 წლის განმავლობაში, უფრო ადვილი და უფრო აუცილებელი იყო თემებში, სოფლებში გზების, წყლის და ნაპირსამაგრების პროექტების გაკეთება. ისეთი დიდი, რთული პროექტები კი, რომლებიც ძალიან ძვირი ჯდება, მომავალი წლისთვის გადავიტანეთ. ეს არის ონის წყალმომარაგება, კეთილმოწყობა, ქალაქის მასშტაბით სანიაღვრე არხების გაკეთება.

 

 

(სპორტული კომპლექსი. GUARDIAN.GE-ს ფოტო) 

 

ონის მუნიციპალიტეტში წყლის პრობლემა იყო, არის და იქნება. რაჭაში არ უნდა იყოს წყლის პრობლემა, მაგრამ ამ მხრივ, ცოტა რთულად არის საქმე. წყალგაყვანილობის სისტემები ცოტა უხარისხოდ არის გაკეთებული გარკვეული მიზეზების გამო - დიდი ხნის გაკეთებულია. ეტაპობრივად ხდება შეცვლა, გაკეთება. მომავალ წელს ვგეგმავთ, რომ დიდი პროექტი გავაკეთოთ, გარკვეული თანხა ჩავდოთ წყალგაყვანილობის ქსელის რეაბილიტაციისთვის და ვფიქრობთ, რომ მომავალ წელში ამ პრობლემას მთლიანად თუ არა, ნაწილობრივ მაინც გადავწვიტავთ.

 

 

ანალოგიური პრობლემა არის თავად ქალაქ ონში. ადიდდება თუ არა მდინარე რიონი, წყალი იმღვრევა და სასმელად უვარგისი ხდება. ამიტომ, იძულებულები არიან შემდეგ გათიშონ წყალი და ქალაქი პარალიზებულია - ონი რჩება წყლის გარეშე. მოვითხოვეთ ჩვენ ინფრასტრუქტურის სამინისტროდან, კეთდება პროექტი და იმედია, რომ გაკეთდება ახალი სათავე-ნაგებობები და შეიცვლება მდგომარეობა.

 

 

ონში გვაქვს ერთ-ერთი უნიკალური მუზეუმი - მხარეთმცოდნეობის მუზეუმი ძველ შენობაში. რამდენიმე წელია არსებობს პროექტი და მივაღწიეთ იმას, რომ პროექტი დაიძრა და წელს თუ არა, მომავალ წელს ახალი მუზეუმის მშენებლობა დაიწყება ახალ ადგილზე.

 

 

(სოფელი ღარი. GUARDIAN.GE-ს ფოტო) 

 

მიმდინარე წელს მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა ან არსებულის აღდგენა დაგეგმილი არ არის. მომავალ წელს შესრულდება მსგავსი ტიპის სამუშაოები“, განუცხადა GUARDIAN.GE-ს ონის მუნიციპალიტეტის მერმა, რომლის თქმითაც, ადგილობრივი ბიუჯეტის პარამეტრები არასახარბიელოა, თუმცა, მთავრობა ადგილობრივი ფინანსებით მაინც ახერხებს გარკვეული ტიპის სამუშაოების შესრულებას.

 

 

„ადგილობრივი ბიუჯეტი ძალიან მცირე გვაქვს. ფინანსთა სამინისტროს ვთხოვეთ, რომ დაახლოებით, ნახევარი მილიონით გაგვიზარდოს. წერილი გაგზავნილია აღნიშნულთან დაკავშირებით და ველოდებით პასუხს.

 

 

ადგილობრივი ბიუჯეტის სიმწირის მიუხედავად, მაინც ვახერხებთ რაღაცების გაკეთებას - შიდა გზები, გარეგანათებები. მთლიანად რომ მოვიცვათ ერთი სოფელი, არ გვეყოფა ფინანსები. დაახლოებით, 3.5 მილიონია ონის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტი”, აცხადებს ემზარ საბანაძე.

 

კომენტარები: 2
#2  გიორგი
      
ამ კაცზე, ბატონ ემზარ საბანაძეზე, ყველა კარგ რამეებს იძახის. ე.ი. ჩანს, თუ როგორ ვაჟკაცურად უცხოვრია და უმოღვაწია. ახლაც კარგი საქმეების სათავეშია და ღმერთმა დალოცოს და შეასრულებინოს თავისი გეგმები.
27 აგვისტო 2018 06:44
#1   Surab Sabanadze
      
მიხარია რომ ჩემ მშობლიურ კუთხეში კარგი საქმეები კეთდება და რომ ამ საქმიანობას ჩემი გვარის ადამიანი უდგას სათავეში. წინსვლას და წარმატებებს გისურვებთ.პატივისცემით
27 აგვისტო 2018 06:29
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი