საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამჟამინდელ პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს მოუწოდებს, სოციალურ ქსელ „ფეისბუქით“, რომ ჯონ მაკკეინის გარდაცვალების გამო პრეზიდენტის სასახლეზე დროშა დაუშვას.
„მოვუწოდებ გიორგი მარგველაშვილს პრეზიდენტის სასახლეზე ნახევრად დაუშვას დროშა, როგორც ამას ხსოვნის ტრადიცია მოითხოვს, საქართველოს ეროვნული გმირის ჯონ მაკკეინის ხსოვნისადმი პატივისცემის ნიშნად“, წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.